ქართული ენა: არგონავტები

ქართული ენა: არგონავტები: იხილე ფილმი "არგონავტები" და გაეცი კითხვებზე პასუხი.  ღია კითხვებზე პასუხის გაცემისას, თუ წერა არ შეგიძლია, მიკროფონზე დაწკაპებით,...

ჩვენი ფილმები: ისტორიული ძეგლები

ჩვენი ფილმები: ისტორიული ძეგლები:                     ანბანის კოშკი                                                                  გონიოს ციხე             ელენე ფარტენაძე  ...

ჩვენი ფილმები: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები

ჩვენი ფილმები: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: პროექტი "ჩვენი დედაენა"   პროექტი ეძღვნება დედაენის დღეს.  14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. მე-2 კლასის...

სპექტაკლი "ჯადოსნური ტყის საოცარი ამბავი"

მე-2ა კლასის მოსწავლეებმა, დედების საპატივცემულოდ, დადგეს სპექტაკლი

„ჯადოსნური ტყის საოცარი ზრაპარი“

სპექტაკლში, პატარა ბაჭიას დედა მუდამ ჭკუას არიგებს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. ერთ დღესაც, ბაჭია სახლიდან გაიქცევა უკეთესი დედის მოსაძებნად.

ტყეში სხვადასხვა ცხოველების დედიკოები შეხვდება, ზოგი მხიარულია, ზოგიც მზრუნველი, ლამაზი, მკაცრი და ძლიერი, მაგრამ არცერთი დედა არ მოეწონა პატარა ბაჭიას. ბოლოს ის მიხვდა რომ მას ჰყავდა ყველაზე კარგი, მზრუნველი, ლამაზი და მხიარული დედა.

ამის შემდეგ ბაჭია აღარასოდეს ეურჩებოდა დედას.

მოსწავლეებმა დედებს ლექსები წაუკითხეს, უმღერეს და ყვავილებიც მიართვეს.

როლური თამაში მიმართული იყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი სწავლებისაკენ, რაც მათ უვითარებთ: ინდივიდუალურ და ჯგუფურ პასუხისმგებლობას, სოციალურ უნარ-ჩვევებს, მოსწავლეები აცნობიერებენ ურთიერთდამოკიდებულებების მნიშვნელობას.

ყველა მოსწავლე, ხალისით ჩაერთო აქტივობაში. მათ მშობლებს სიყვარულით მიუძღვნეს სპექტაკლი, ლექსები და სიღერები.